თუნუქის აქსესუარები

მაღალი ხარისხის
ოპტიმალური სიგრძის
სენდვიჩ პანელების იდენტური ფერის
მრავალფეროვანი ფორმისა და ზომის
კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული

პროდუქტის აღწერა

პანექსი გთავაზობთ სენდვიჩ პანელებისთვის საჭირო აქსესუარების ყოვლისმომცველ ასორტიმენტს. ისინი დამზადებულია მაღალი ხარისხის გალვანიზებული თუნუქისგან, რომელიც გამძლე და კოროზიისადმი მდგრადი მასალაა.

 

ჩვენი აქსესუარები აკმაყოფილებს ხარისხისა და ფუნქციურობის უმაღლეს სტანდარტებს. მათი ზომები, ფორმები და რაოდენობა დამოკიდებულია სენდვიჩ პანელების მოცულობასა და პროექტის მასშტაბებზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აქსესუარების შეკვეთით დამზადებაც.

 

აქსესუარების გარდა, პანექსი გთავაზობთ მშენებლობისთვის საჭირო თანამედროვე მასალებს, მათ შორის, კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელებს, სამაცივრე კარებსა და სილიკონის ფარდებს.

უპირატესობები

კოროზიისადმი მედეგობა

ჩვენი აქსესუარები დაფარულია გალვანიზებული თუნუქის დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს კოროზიისადმი გამძლეობას მკაცრი ამინდის პირობებშიც კი.

სხვადასხვა ფორმა და ზომა

აქსესუარები მზადდება სხვადასხვა ფორმისა და ზომის. თითოეული მათგანი იდეალურად ერგება პანელებს და არ საჭიროებს კორექტირებას, რაც აჩქარებს ინსტალაციის პროცესს.

ფერის არჩევის შესაძლებლობა

ესთეტიკური ჰარმონიის შესანარჩუნებლად, ჩვენი აქსესუარები ხელმისაწვდომია სენდვიჩ პანელების იდენტურ ფერში.

მაღალი ხარისხი

აქსესუარები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის გალვანიზებული თუნუქისგან, რაც უზრუნველყოფს განსაკუთრებულ გამძლეობას. მასალა ეფექტურად უმკლავდება ჟანგსა და ულტრაიისფერ გამოსხივებასაც.