პანექსი ინდუსტრიული სამშენებლო მასალის, პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა. საუკეთესო იტალიური და სამხრეთ კორეული საწარმოო ხაზის დანადგარებითა და წარმოების ინოვაციური პროცესების დანერგვით, მალევე დაიმკვიდრა სამშენებლო მასალების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის სახელი.

პანექსში კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელებს, სილიკონის ფარდებს, მაცივრის კარებსა და აქსესუარებს ვაწარმოებთ. პოლიურეთანის პანელები თანამედროვე სამშენებლო მასალაა, რომელიც იდეალურია სამაცივრე სათავსოების, საწარმოების, კომერციული და საცხოვრებელი ჯიხურების მშენებლობისთვის. ის სითბოსა და ხმის იზოლაციას, ენერგოეფექტურობას, ცეცხლმედეგობას, გამძლეობასა და მობილურობას უზრუნველყოფს.

2022 წელს პანექსმა საწარმოო ხაზის სრული მოდერნიზება მოახდინა, რამაც წარმოების ხარისხი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. 2024 წელს ჩვენი ქარხანა აღვჭურვეთ ევროპული სტანდარტების მქონე უახლესი ტექნოლოგიით. პანექსში ევროპელი სპეციალისტები მუდმივად აკვირდებიან წარმოების პროცესებს, რათა ყოველთვის ვიყოთ ინდუსტრიის მოწინავე ხაზებზე.

ჩვენი ქარხანა მონაწილეობდა „კოკა-კოლას“, „ბრედფილდის“, „ბარამბოს“, „ბოინგის“, „გუდვილისა“ და სხვა ცნობილი ბრენდების საწყობების მშენებლობაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროდუქციის 35% ექსპორტზე გადის. პანექსი ცნობილია ხარისხით, ინოვაციურობით, საიმედოობითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით. ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ პროდუქციისა და სერვისის მუდმივ გაუმჯობესებაზე, ღირებულებების შექმნასა და გუნდურ მუშაობაზე, ამიტომ სამშენებლო ინდუსტრიის გამოწვევებს ყოველთვის მომზადებული ვხვდებით.

პანექსის მიზანია, გავაგრძელოთ განვითარება ადგილობრივ ბაზარზე, გავაფართოოთ ექსპორტის ხაზი, შევინარჩუნოთ სამშენებლო მასალების ხარისხი და დავრჩეთ საქართველოს სამშენებლო სექტორის წინა პლანზე.