04.05.2025

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ქიმიის მიმართულებით (სასურველია), ან სპეციალიზებული პროფ. კოლეჯი.
  • სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.


სასურველი სპეციალობები:

  • პლასტმასების გადამუშავება;
  • მაღალი მოლეკულური ნაერთების ქიმია და ტექნოლოგია (ХТ ВМС);
  • საღებავების და საფარების მასალები.
  • სასურველია ტექნიკური ინგლისურის ცოდნა (მინიმუმ ტექნიკური ლიტერატურის წაკითხვის უნარი).
  • ფიზიკურ-მექანიკური კვლევების ჩატარების უნარი შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით (სასურველია);
  • ძირითადი ქიმიური ანალიზების ჩატარების უნარი (მჟავა-ტუტოვანი ტიტრაცია, წყლის შემცველობის განსაზღვრა კარლ ფიშერის მეთოდით).
  • პიკნომეტრებით, კაპილარულ და როტაციულ სიბლანტის საზომებით მუშაობის უნარი.
  • კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office).
  • ინსტრუქციების, ანგარიშების და ჟურნალების  შედგენის უნარი - ხარისხის კონტროლის მონაცემების შეყვანა.
  • მეტროლოგიის საფუძვლების ცოდნა — ძალზე სასურველია.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე და პედანტურობა;
  • დისციპლინირებული;
  • შედეგზე ორიენტირებული.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები).
  • სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ. წითელი ხიდის მე-17 კმ
  • სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00, კვირაში 5 დღე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მეილზე: hr@panex.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ლაბორანტი“.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!