Caucasus Build 2025

კომპანია Panex-ი გიწვევთ საერთაშორისო სამშენებლო ინდუსტრიის გამოფენაზე Caucasus Build 2025, რომელიც გაიმართება 2025 წლის 25-27 აპრილს თბილისში, ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში. ჩვენი სტენდის ნომერია 11.12, 11-ე პავილიონში.
სტენდზე ჩვენი პარტნიორები და სტუმრები შეძლებენ გაეცნონ თანამედროვე გადაწყვეტილებებს სწრაფად ასაშენებელი შენობებისათვის, მათ შორის:
კედლისა და სახურავის სენდვიჩ-პანელები პოლიურეთანის თბოიზოლაციით, რომლებიც უზრუნველყოფენ შენობების მაქსიმალურ ენერგოეფექტურობას;
გორგოლაჭებიან და ანჯამებიან (გამოსაღებ) ტიპის მაცივრის კარებს, მაცივრის კამერებისათვის და საამქროებისთვის;
მზის ენერგიის გამოყენების სისტემები სენდვიჩ-პანელებისგან აშენებულ შენობებზე.
სენდვიჩ-პანელებისგან აშენებული კონსტრუქციები, გამოირჩევა აშენების სისწრაფით, ეფექტურად ინარჩუნებს სითბოს ან სიცივეს, რაც ამცირებს გათბობისა და კონდიცირების ხარჯებს.
Panex-ის კედლისა და სახურავის სენდვიჩ-პანელები პოლიურეთანის თბოიზოლაციით იწარმოება თბილისში, 20 კმ-ის დაშორებით, უწყვეტი წარმოების ხაზზე და ეხმარება ჩვენს პარტნიორებს ენერგიისა და ფინანსების დაზოგვაში შემდეგი მახასიათებლების წყალობით:
მაღალი თბოიზოლაცია: თბოგამტარობა მხოლოდ 0.022 ვტ/(მ·კ);
ენერგოეფექტურობა: პოლიურეთანი ყოველწლიურად ზოგავს 162 კვტ·სთ ენერგიას თითოეულ იზოლირებულ კვადრატულ მეტრზე;
მარტივი და სწრაფი მონტაჟი;
გრძელვადიანი გამძლეობა: PU Europe-ის კვლევების მიხედვით, პოლიურეთანი ინარჩუნებს თბოიზოლაციურ თვისებებს ათწლეულების განმავლობაში;
ცეცხლგამძლეობა — B2 დონე;
ტენგამძლეობა — პოლიურეთანი გამოირჩევა დაბალი წყლის შთანთქმით, დახურული ფორების სტრუქტურის გამო;
დიზაინის მრავალფეროვნება — სენდვიჩ-პანელები შესაძლებელია დამზადდეს სხვადასხვა ფერში, შენობის გარე იერსახის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად;
ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება — პოლიურეთანის სენდვიჩ-პანელები უფრო მარტივად ტრანსპორტირდება, ვიდრე სხვა სამშენებლო მასალები;
საძირკველის ხარჯების შემცირება — პოლიურეთანის სენდვიჩ-პანელები გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით და მცირე წონით
სენდვიჩ-პანელებში გამოყენებული Secret Fix საკეტი უზრუნველყოფს შენობის ესთეტიკურ გარეგნობას. დამაგრების უხილავი ზედაპირი აუმჯობესებს ფასადის დიზაინს. ამობურცული ელემენტების არარსებობა ამცირებს კოროზიისა და დაბინძურების რისკს, ტენიანობასა და აგრესიულ გარემოსთან კონტაქტის არარსებობის გამო.
Panex-ის ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე იტალიური და კორეული ტექნოლოგიით, ბაზარზე მოქმედებს 11 წელია და აწვდის პროდუქციას მთელ საქართველოში და 5 ქვეყანაში. ჩვენი კლიენტებია Mercedes, Coca-Cola, Anigozi, Askaneli და სხვა წამყვანი კომპანიები.