სენდვიჩ პანელები - ინოვაცია სამშენებლო მასალების სფეროში

04.07.2024

 

ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით განვითარდა და დაიხვეწა სამშენებლო სფერო. ახალ - ახალი მიღწევები და ტექნოლოგიები დაინერგა ამ მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა, ააჩქარა და კომფორტული გახადა მშენებლობის პროცესი. 

ბუნებრივია, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, თანამედროვე სამშენებლო მასალების გარეშე. ერთ-ერთი გამორჩეული მიგნება ამ კუთხით არის სენდვიჩ პანელი (sendvich paneli), რომელიც წარმოადგენს ტექნოლოგიურ მიღწევას სამშენებლო სფეროში. 

ინდუსტრიულ მშენებლობაში სენდვიჩ პანელებმა ჩაანაცვლა ტრადიციული სამშენებლო მასალები. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივე. პანელით აწყობილი ნებისმიერი ტიპის კონსტრუქცია მისი მარტივი დემონტაჟის და მეორადი სენდვიჩ პანელების ხელახლა გამოყენების საშუალებას იძლევა.

არსებობს როგორც კედლის პანელი (kedlis paneli), ასევე სახურავის პანელი (saxuravis paneli), რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ისეთი კომერციული და საჯარო ნაგებობების მშენებლობისთვის, როგორიცაა: სამაცივრე და საყინულე სათავსოები, სასაწყობე სივრცე, საწარმოო შენობების ტექნიკური, კომერციული და საცხოვრებელი ჯიხურები, გარდა ამისა, იდეალურია არსებული შენობების თბოიზოლაციური  შეფუთვისათვის.

 


რა არის  და რისგან მზადდება სენდვიჩ პანელი?

სენდვიჩ პანელი (sendvich paneli) ეს არის ლითონის ფურცლებს შორის პოლიურეთანის ქაფით შევსებული სამშენებლო მასალა, ლითონის საფარი შედგება გალვანიზებული ფურცლოვანი რკინის, გრუნტის ფენის და საღებავისაგან. ასეთი დაფარვა ხასიათდება კოროზიისადმი მედეგობით, რაც ხელს უწყობს მასალის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას.  ამ თვალსაზრისით ის არ ჩამოუვარდება ტრადიციულ სამშენებლო მასალებს, თუმცა არის გაცილებით მსუბუქი და ეკონომიური. 

 

რა უპირატესობა აქვს სენდვიჩ პანელებს? 

ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან შედარებით, სენდვიჩ პანელების ღირებულება გაცილებით დაბალია, არის უფრო მარტივად გამოსაყენებელი და აქვს ძალიან ბევრი უპირატესობა. სენდვიჩ პანელის ზედაპირი უკვე დამუშავებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ  არ საჭიროებს ფასადზე დამატებით სარემონტო სამუშაოებს, ეს კი ბუნებრივია,  ამცირებს სამშენებლო ხარჯებს. 

 

გარდა ამისა, სენდვიჩ პანელები ხასიათდება: 

• მაღალი თბოიზოლაციით 

• ცეცხლგამძლეობით

• ტვირთგამძლეობით 

• ნესტგამძლეობით 

• კონსტრუქციის აგების მოქნილობით - სისწრაფე/სიმარტივით 

• მასალის მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობით 

• სიმსუბუქით, რაც რიგ შემთხვევებში საძირკვლის გარეშე მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა

• არის ადვილად საწმენდი/რეცხვადი მასალა 

 

რა ღირს სენდვიჩ პანელები?
როგორც ზემოთ აღინიშნა, სენდვიჩ პანელი (sendvich paneli)  ეკონომიურობით და მრავალფუნქციურობით გამოირჩევა.  საქართველოში პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს კომპანია პანექსი, რომელიც 2015 წელს დაარსდა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალების წარმოებით ხელს  უწყობს სამშენებლო სექტორის სწრაფ განვითარებას. 

კომპანიის მიზანია ადგილობრივ ბაზარზე განვითარება და მაღალი სტანდარტების შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ წარმოების პროცესში აქტიურად ჩართულები არიან ევროპელი სპეციალისტები, რომლებიც აკვირდებიან წარმოების ხარისხს და იცავენ ყველა სტანდარტს.  წარმოების მოქნილი პროცესი და ხანმოკლე ვადაში პროდუქციის მიწოდება - ის უპირატესობებია, რის გამოც პანექსს ირჩევენ. 
პანექსში სენდვიჩ პანელების ღირებულება 45 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია მის სისქესა და რაოდენობაზე.  ხელმისაწვდომი ფასი და სენდვიჩ პანელების მრავალჯერადად გამოყენების შესაძლებლობა ნამდვილად არის კარგი მოტივატორი იმისთვის, რომ მშენებლობა ამ მასალით დაგეგმოთ. მეორადი სენდვიჩ პანელები ისეთივე მდგრადი, ტვირთგამძლე, ნესტგამძლე  და ცეცხლგამძლეა, როგორც პირველადი. ასე რომ, თუ პანექსში შეიძენთ სენდვიჩ პანელებს, ნამდვილად შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ საუკეთესო მასალით აშენებთ შენობას.