Panex-მა ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა

"Panex"-მა, საქართველოს პოლიურეთანის სენდვიჩ-პანელების პირველმა მწარმოებელმა, წარმატებით მოიპოვა ISO 9001:2015 სერტიფიკატი, რითაც დაადასტურა თავისი ერთგულება ხარისხის გლობალური სტანდარტებისადმი. დამოუკიდებელი აუდიტი ჩაატარა და სერტიფიკატი გასცა TÜV Nord-მა (გერმანია), მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სერტიფიცირების ორგანომ. ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსების მხარდაჭერით.
ნებაყოფლობითი ISO 9001:2015 სერტიფიცირება ხაზს უსვამს "Panex"-ის უმაღლეს ბიზნეს პროცესებს, პროდუქციის ხარისხს და კონკურენტულ უპირატესობას, ამასთანავე ხსნის ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს მისი სენდვიჩ-პანელებისა და სამაცივრე კარებისთვის ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ.
"მომხმარებელთა კმაყოფილება ყოველთვის ჩვენი პრიორიტეტი იყო. გასულ წელს სტრატეგიულ მიზნად დავისახეთ ISO სერტიფიკატის მოპოვება — და ჩვენ ეს შევძელით! ახლა ჩვენი პროდუქციის ხარისხი ფორმალურად დადასტურებულია საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით, რაც ჩვენს პარტნიორებს კიდევ უფრო მეტ გარანტიას აძლევს, რომ "Panex" ერთგულია გრძელვადიანი სრულყოფილებისადმი", — ამბობს რეზი კუტალაძე, "Panex"-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი.
ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების სფეროში 11 წელზე მეტი გამოცდილებით, "Panex" აწარმოებს პოლიურეთანის პანელებსა და სამაცივრე კამერების კარებებს თანამედროვე შენობების, საწყობებისა და სამაცივრე დანადგარების მშენებლობისთვის. მისი სრულად ავტომატიზირებული საწარმოო ხაზი, რომელიც იტალიური და კორეული დანადგრებით არის აღჭურვილი, პრემიუმ ხარისხის პროდუქციას აწვდის საქართველოსა და ხუთ საექსპორტო ქვეყანას. "Panex"-ის გადაწყვეტილებებს უკვე ენდობიან ისეთი გლობალური ბრენდები, როგორიცაა Coca-Cola, Mercedes-Benz, Anigozi და Askaneli.