PANEX მონაწილეობას მიიღებს Chillventa 2026-ში
PANEX მონაწილეობას მიიღებს Chillventa 2026-ში
13 - 15 ოქტომბერს კომპანია PANEX მონაწილეობას მიიღებს Chillventa 2026-ში, გაგრილების, კონდიცირების, ვენტილაციისა და თბური ტუმბოების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გაიმართება.
Chillventa წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ინდუსტრიის წამყვანი მწარმოებლები, ინჟინრები, დისტრიბუტორები და პროფესიონალები. გამოფენის მთავარი მიმართულებებია სამაცივრე ტექნოლოგიები, ენერგოეფექტურობა, თბოიზოლაცია, კონდიცირების სისტემები და ინდუსტრიის თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები.
PANEX-ის მონაწილეობა Chillventa 2026-ში კომპანიის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
გამოფენის ფარგლებში PANEX წარადგენს კომპანიის თანამედროვე პროდუქტებსა და ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის თანამედროვე გადაწყვეტილებებს სამაცივრე კამერებისა და სამაცივრე ობიექტებისთვის
PANEX-ის სამაცივრე კარებებსა და სხვა კომპლექტაციებს
Chillventa 2026 PANEX-ს შესაძლებლობას მისცემს გააცნოს ქართული წარმოება საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას, დაამყაროს ახალი ბიზნესკავშირები და კიდევ უფრო გააფართოოს კომპანიის საექსპორტო მიმართულებები.
გელოდებით Chillventa 2026-ზე ნიურნბერგში!
📍 Nürnberg Exhibition Centre, Germany
📅 13–15 ოქტომბერი, 2026