PANEX საერთაშორისო გამოფენაზე Chillventa 2026

19.10.2026

PANEX-მა საქართველო პირველად წარადგინა საერთაშორისო გამოფენაზე Chillventa 2026
ქართული კომპანია PANEX, რომელიც პოლიურეთანის PIR და PUR სენდვიჩპანელებს, სამაცივრე კამერებსა და სამაცივრე კარებებს აწარმოებს, მონაწილეობდა Chillventa 2026-ში - ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც სამაცივრე ტექნოლოგიებს, კონდიცირების სისტემებსა და თბოიზოლაციის თანამედროვე გადაწყვეტილებებს ეძღვნება. გამოფენა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა.
ასეთი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. გამოფენამ PANEX-ს შესაძლებლობა მისცა, გაეძლიერებინა საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობები, საკუთარი პროდუქცია პოტენციური პარტნიორებისთვის წარედგინა, გამოცდილება გაეზიარებინა დარგის წამყვან წარმომადგენლებთან და ქართული პროდუქციის ექსპორტის განვითარების ახალი შესაძლებლობები გამოეკვლია.
PANEX თანმიმდევრულად ახორციელებს ინვესტიციებს წარმოების განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. კომპანიამ ახლახან დაასრულა საწარმოო ხაზის განახლება და გახდა პირველი მწარმოებელი საქართველოში, რომელმაც PIR სენდვიჩპანელების წარმოება დაიწყო.
PANEX-მა ბაზარს ახალი პროდუქტი - 1190 მმ სიგანის PIR სენდვიჩპანელი, ახალი TrueFix საკეტით წარუდგინა. პროდუქცია გამოირჩევა მაღალი თბოიზოლაციური მახასიათებლებით და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა სამრეწველო შენობების, საწყობების, სამაცივრე და საყინულე კამერების, ასევე კომერციული ობიექტებისთვის.
ახალი პროდუქტის წარმოების დაწყება PANEX-ის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რომელმაც კომპანიის საწარმოო შესაძლებლობები და პროდუქციის ასორტიმენტი გააფართოვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საწარმოს სწრაფვას ინოვაციების დანერგვის, ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისკენ.
Chillventa 2026-ში მონაწილეობამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა PANEX-ის ამბიცია, გააძლიეროს საკუთარი პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე და ხელი შეუწყოს ქართული წარმოების ცნობადობის ზრდას.
კომპანია აგრძელებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ხარისხის მაღალი მოთხოვნებისა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით.

PANEX - წარმოებულია საქართველოში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად.