PANEX 2.0 - განახლებული საწარმოო ხაზის საზეიმო გახსნა
PANEX-ის განახლებული საწარმოო ხაზის ოფიციალური გახსნა საზეიმო ცერემონიით გაიმართა. ღონისძიებამ, სახელწოდებით „PANEX 2.0“, კომპანიის განვითარების ახალი ეტაპი აღნიშნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასა და ქართული წარმოების გაძლიერებას უკავშირდება.
საწარმოო ხაზის განახლების შედეგად, PANEX-მა სამშენებლო სექტორს ახალი პროდუქტი - PIR სენდვიჩპანელები შესთავაზა. საქართველოში მათი წარმოება პირველმა სწორედ PANEX-მა დაიწყო. ახალი პროდუქტის გამოშვებამ გააფართოვა როგორც კომპანიის საწარმოო შესაძლებლობები, ისე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არჩევანი.
მომხმარებელს შეუძლია პროექტის საჭიროებების მიხედვით შეარჩიოს PIR შიგთავსის მქონე პანელი როგორც 1190 მმ, ისე 1000 მმ - სიგანით. არჩევანის შესაძლებლობა ვრცელდება საკეტის ტიპზეც: ხელმისაწვდომია TrueFix და SecretFix. სიგანისა და საკეტის შერჩევა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პროდუქტი კონკრეტული პროექტის მოთხოვნებს მოარგოს.
PIR სენდვიჩპანელების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მაღალი თბოიზოლაციური მახასიათებლებია. პროდუქტი ენერგოეფექტური შენობების მოწყობის შესაძლებლობას იძლევა და სხვადასხვა დანიშნულების პროექტს ერგება - საწარმოო ობიექტებიდან და სასაწყობე სივრცეებიდან სამაცივრე კამერებამდე, საყინულე სათავსოებსა და კომერციულ შენობებამდე.
საწარმოო ხაზის განახლება PANEX-ის განვითარების გრძელვადიანი მიმართულების ნაწილია. თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირებით კომპანია აფართოებს საკუთარ შეთავაზებას, პასუხობს სამშენებლო სექტორის მოთხოვნებს და აძლიერებს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებასა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების შექმნას.
განახლებული საწარმოო ხაზისა და PIR სენდვიჩპანელების შესახებ ვრცლად იხილეთ BMG-ის სიუჟეტში.