რუსთავის მერი პანექს ეწვია

01.08.2025

 

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, დღეს სპეციალური ვიზიტით ეწვია ჩვენს  ქარხანას. ვიზიტის ფარგლებში მერმა დეტალურად დაათვალიერა ჩვენი საწარმოო სივრცე, სადაც პირადად გაეცნო სენდვიჩ-პანელების წარმოების სრულ ციკლს .

ქ. ნინოს მოვუწყეთ ტური, ჩვენს თანამედროვე საწარმოში.. ტურის დროს ნაჩვენები იქნა ინოვაციური დანადგარები, პროცესები და თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება სენდვიჩ-პანელების ფართო სპექტრის დასამზადებლად.

ასევე გაეცნო სამუშაო გარემოსა და პირობებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის. 

გარდა ამისა, მერს გავაცანით ჩვენი უახლესი ინვესტიციები — როგორც ტექნოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით, რაც პირდაპირ უწყობს ხელს როგორც წარმოების ზრდას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

PANEX გააგრძელებს პოზიტიურ გავლენას რეგიონზე, ხარისხიანი პროდუქციის დამზადებით, მიწოდებითა და სამუშაო ადგილების შექმნით.