„პანექსი“ TOON EXPO 2026 - ზე წარდგება

17.03.2026

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ კომპანია „პანექსი“ მონაწილეობას მიიღებს უმსხვილეს საერთაშორისო სამშენებლო და უძრავი ქონების გამოფენა - TOON EXPO 2026 - ზე , რომელიც გაიმართება სომხეთის დედაქალაქ ერევანში, 27-დან 29 მარტამდე.

გამოფენის ფარგლებში „პანექსი“ წარადგენს ენერგოეფექტურ და თანამედროვე სამშენებლო გადაწყვეტილებებს:

  • მაღალი ხარისხის სენდვიჩ-პანელებს (Easy PIR/PUR შევსებით);
  • სამაცივრე კამერებს და იზოთერმულ კარებებს
  • ენერგოეფექტურ საიზოლაციო მასალებს, რომლებიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს (ISO 9001:2015, EN 14509).

TOON EXPO 2026 შესანიშნავი პლატფორმაა ჩვენი ინოვაციური პროდუქციის წარსადგენად და ბაზარზე არსებული მოთხოვნების უკეთ შესასწავლად.

გვეწვიეთ ჩვენს საგამოფენო სტენდთან!

თარიღი: 27-29 მარტი, 2026
ლოკაცია: ერევანი, სომხეთი