„პანექსი“ Toon Expo 2026-ზე ინოვაციების და სტაბილური პარტნიორობის კიდევ ერთი წელი

30.03.2026

„პანექსი“ Toon Expo 2026-ზე: ინოვაციების და სტაბილური პარტნიორობის კიდევ ერთი წელი

კომპანია „პანექსმა“, 27-29 მარტს, უკვე ტრადიციად ქცეულ საერთაშორისო გამოფენაში – Toon Expo 2026 - მიიღო მონაწილეობა.
წელს ჩვენი სტენდი კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი სიახლეებით წარსდგა.
გამოფენის სამი დღის განმავლობაში, „პანექსის“ გუნდმა უმასპინძლა ასობით დაინტერესებულ პირს, დარგის ექსპერტებსა და პოტენციურ დამკვეთებს. წლევანდელი მონაწილეობა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ პროდუქციის დემონსტრირებას, არამედ იმ ტექნოლოგიური წინსვლის ჩვენებას, რომელსაც კომპანიამ მიაღწია.
ჩვენი მიზანია, საქართველოში წარმოებულმა სენდვიჩ-პანელებმა დააკმაყოფილოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, რასაც გამოფენაზე მიღებული დადებითი გამოხმაურებაც ადასტურებს.
„პანექსი“ მადლობას უხდის თითოეულ სტუმარს ნდობისა და ინტერესისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას და მუდმივ განვითარებას, რათა თქვენი სამშენებლო პროექტები იყოს უფრო საიმედო, სწრაფი და ხარისხიანი.
თუ ვერ მოახერხეთ გამოფენაზე დასწრება, ჩვენი გუნდი მზად არის ნებისმიერ დროს გაგიწიოთ კონსულტაცია და შეგირჩიოთ თქვენს პროექტზე მორგებული საუკეთესო გადაწყვეტილება.