„პანექსი“ საერთაშორისო გამოფენაზე Caucasus Build 2026 - ზე წარდგება
თბილისი, 17-19 აპრილი – კომპანია „პანექსი“, სენდვიჩ-პანელებისა და ინდუსტრიული კარებების წამყვანი მწარმოებელი, ტრადიციულად მონაწილეობს რეგიონის ყველაზე მასშტაბურ სამშენებლო გამოფენაზე - Caucasus Build 2026.
წელს „პანექსი“ საგამოფენო სივრცეში წარმოადგენს ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომლებიც სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს (ISO 9001:2015, EN 14509:2013). გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დეტალურად გაეცნონ ჩვენს პროდუქციას
ჩვენი გუნდი მზად არის უპასუხოს თქვენს კითხვებს, გაგიზიაროთ გამოცდილება და დაგეგმოთ სამომავლო თანამშრომლობა. „პანექსისთვის“ პრიორიტეტია ადგილობრივი წარმოების განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოზიციონირება.
გვეწვიეთ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში!
თარიღი: 17-19 აპრილი
ლოკაცია: ა. წერეთლის გამზ. 118, თბილისი