Caucasus Build 2026
„პანექსმა“ Caucasus Build 2026-ში მიიღო მონაწილეობა
კომპანია „პანექსმა“ სამშენებლო გამოფენაზე - Caucasus Build 2026 პროდუქციის სრული ასორტიმენტი წარადგინა.
გამოფენის ფარგლებში ძირითადი აქცენტი განახლებულ საწარმოო ხაზზე გაკეთდა. წარმოების პროცესში დანერგილი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი მასალები მივაწოდოთ.
ღონისძიების განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს არქიტექტორებთან, დამპროექტებლებთან და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებთან. ვიზიტორთა მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი კვების ინდუსტრიისა და სასაწყობე მეურნეობებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული გადაწყვეტილებების მიმართ დაფიქსირდა.
„პანექსი“ აგრძელებს წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, რაც მიზნად ისახავს პროდუქციის ხარისხის ამაღლებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.