Red Bull Full Moon-ის ცოცვის ექსტრემალურ შეჯიბრი

27.05.2026

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ საამაყო სიახლე: PANEX-ის გუნდის წევრმა, მონაწილეობა მიიღო Red Bull Full Moon-ის ცოცვის გამორჩეულ და ექსტრემალურ შეჯიბრში.
Red Bull Full Moon მეკლდეურობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ღამის ატმოსფერო, სპეციფიკური განათება და რთული მარშრუტები მონაწილეებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას, გამძლეობას, ფიზიკურ ძალასა და სწორ სტრატეგიას მოითხოვს.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდის წევრები მაღალ პროფესიონალიზმს არამარტო ყოველდღიურ სამუშაო პროცესში, არამედ სპორტულ ასპარეზზეც ამჟღავნებენ.  ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მიზანსწრაფულობასა და ბრძოლისუნარიანობას, რაც PANEX-ის ღირებულებების განუყოფელი ნაწილია.
კომპანია PANEX-ი ულოცავს გიგა გორგაძეს-ს ამ წარმატებულ სტარტს და უსურვებს კიდევ მრავალ დაპყრობილ მწვერვალს - როგორც პირდაპირი, ისე პროფესიული მნიშვნელობით.
ერთად ახალი მწვერვალებისკენ!