„პანექსში“ C კატეგორიის პანელებზე სპეციალური ფასები მოქმედებს
„პანექსში“ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, C კატეგორიის პანელები სპეციალურ ფასად შეიძინონ — პროდუქციის ღირებულება 22 ₾-დან იწყება. აღნიშნული კატეგორია იყოფა ორ ჯგუფად — C+ და C−, რომლებიც ერთმანეთისგან ვიზუალური ან ტექნიკური ხარვეზების ხარისხით განსხვავდება.
C+ კატეგორიის პანელებს შესაძლოა აღენიშნებოდეს ზედაპირული ნაკაწრი, საღებავის მცირე დაზიანება, გვერდიდან აძრობილი დამცავი ლენტი ან ოდნავ გამოსული ქაფი. მსგავსი ხარვეზები პანელის ძირითად ხარისხსა და ფუნქციურ მახასიათებლებზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. C+ კატეგორიის პანელებზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
C− კატეგორიის პანელებს შესაძლოა ჰქონდეს ნახვრეტი, მეტალის გადაბმის კვალი, ქაფის ნაკლებობა ან მეტალისა და შემავსებლის შედარებით სუსტი შეერთება. მათი გამოყენება შესაძლებელია კონკრეტული დანიშნულებისა და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად. C− კატეგორიის პანელებზე ფასდაკლება 50%-ს შეადგენს.
C კატეგორიის პანელები წარმოდგენილია სხვადასხვა სისქითა და ფერით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საჭიროების შესაბამისი პროდუქტი შეარჩიოს.
მარაგებისა და ხელმისაწვდომი ზომების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.