Panex-მა 2024 წელს წარმოება 21%-ით გაზარდა

07.03.2025

2024 წელს კომპანია „პანექსმა“, პოლიურეთანის (PUR) იზოლაციით სენდვიჩ-პანელების პირველმა ქართველმა მწარმოებელმა, ახალი რეკორდი დაამყარა: 2023 წელთან შედარებით წარმოების მოცულობა 21%-ით გაიზარდა.
ამ შედეგის მიღწევა წარმოების ხაზის მოდერნიზაციისა და ევროპული ხარისხის სტანდარტების დანერგვის შედეგად გახდა შესაძლებელი. „პანექსის“ პოლიურეთანის სენდვიჩ-პანელები იდეალურია თანამედროვე ობიექტების მშენებლობისთვის ინდუსტრიაში, კვების მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ასევე ადმინისტრაციული შენობებისთვის, 0.022 ვტ/(მ·კ)მდე დაბალი თბოგამტარობის კოეფიციენტისა და ესთეტიკური მიმზიდველობის გამო. კომპანიის პორტფელში ისეთი ბრენდებისთვის განხორციელებული პროექტებია, როგორიცაა Coca-Cola, Mercedes Benz, Askaneli და სხვა.

ბაზარზე გამოჩენის დღიდან, 2014 წლიდან, „პანექსმა“ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი საწარმოო შესაძლებლობები. დღეს თბილისიდან 20 კმ-ში მდებარე საწარმოში დამონტაჟებულია იტალიური დანადგარი, უწყვეტი ხაზი, რომლის სიმძლავრე წელიწადში 6 მილიონ კვ.მ-მდე სენდვიჩ-პანელის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის უახლოეს გეგმებშია ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015 დანერგვის დასრულება, რათა გააძლიეროს პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე.

„როგორც სენდვიჩ-პანელების პირველი მწარმოებელი საქართველოში, ვცდილობთ ჩვენს სამშენებლო ბაზარზე შემოვიტანოთ ენერგოეფექტური მშენებლობისთვის განკუთვნილი მოწინავე ტექნოლოგიები, უახლესი ევროპული აღჭურვილობის გამოყენებით. რათა ჩვენმა პარტნიორებმა შეძლონ ოპერატიულად ააშენონ დახვეწილი და ფუნქციური შენობები, რომლებიც მოიხმარენ ნაკლებ ელექტროენერგიას გათბობისთვის ან გაგრილებისთვის“, განაცხადა კომპანიის დირექტორმა ვეჩესლავ შაგამ.