მინერალური ბამბის კედლის სენდვიჩ პანელები

სტაბილური ხარისხი
ინდივიდუალური დიზაინი
სიმტკიცე და გამძლეობა
ხმაურის იზოლაცია
ენერგოეფექტურობა
ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება
სწრაფი მონტაჟი

პროდუქტის აღწერა

მინერალური ბამბის თბოიზოლაციით დამზადებული კედლის სენდვიჩ პანელები საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად ააშენოთ სხვადასხვა ტიპის ობიექტები, მათ შორის სავაჭრო და სპორტული კომპლექსები, ავტოგასამართი სადგურები, საწყობები, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო შენობები, სადაც აუცილებელია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების, თბო და ხმის იზოლაციის მაღალი სტანდარტების დაცვა.

ხანძარსაწინააღმდეგო მაღალი უსაფრთხოება
მინერალური ბამბა ბუნებრივადა არ არის აალებადი, არ იწვის და აფერხებს ცეცხლის გავრცელებას, რაც უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას და ქონების დაცვას ობიექტზე.

ენერგოეფექტურობა და აკუსტიკური კომფორტი
კედლის სენდვიჩ პანელები ეფექტურად ინარჩუნებს სითბოს და ამცირებს ხმაურს, რაც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ გათბობასა და კონდიცირებაზე, უზრუნველყოფთ კომფორტულ მიკროკლიმატს შენობის შიგნით წლის ნებისმიერ პერიოდში.

ფენების საიმედო შეერთება პოლიურეთანის წებოს საშუალებით
პოლიურეთანის წებოს გამოყენება უზრუნველყოფს თბოიზოლაციასა და მეტალის საფარებს შორის გამყარებულ შეერთებას, რაც პანელებს აძლევს საშუალებას გაუძლოს ტრანსპორტირებასა და მონტაჟს დეფორმაციების გარეშე, ინარჩუნებს გეომეტრიასა და სიმტკიცეს ექსპლუატაციის მთელ პერიოდში.

თანამედროვე ავტომატიზირებული წარმოება
კედლის სენდვიჩ პანელები სრულად ავტომატიზებულ იტალიურ Pu.Ma.-ს წარმოების ხაზზე მზადდება, რაც უზრუნველყოფს თითოეული პანელის სტაბილურ ხარისხსა და ზუსტ გეომეტრიას. ჩვენ გთავაზობთ პანელების წარმოებას RAL standard -ის ნებისმიერი ფერით, ასევე მეტალს სხვა და სხვა საფარით, მათ შორის უჟანგავი ფოლადით, თქვენი პროექტის არქიტექტურული და ოპერაციული მოთხოვნების შესაბამისად.

მრავალსაფეხურიანი ხარისხის კონტროლი თბოიზოლაციაზე და მზა პროდუქციაზე
წარმოების დაწყებამდე მინერალური ბამბა გადის დეტალურ შემოწმებას სამი ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით: სიმკვრივე, შეკუმშვის სიმტკიცე და გაწყვეტის სიმტკიცე. წარმოების დასრულების შემდეგ მზა სენდვიჩ პანელები კვლავ ტესტირდება ამავე პარამეტრებზე და დამატებით მოწმდება გადახრის მოდულზე, რაც უზრუნველყოფს მათ გამძლეობასა და უსაფრთხოებას ექსპლუატაციის დროს.

მინერალური ბამბის სენდვიჩ პანელების გამოყენებით იღებთ საიმედო სამშენებლო მასალას, რომელიც შეესაბამება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების, ენერგოეფექტურობისა და ესთეტიკის თანამედროვე სტანდარტებს, რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი მასშტაბის პროექტი მაღალი ხარისხით განახორციელოთ.

 

ტექნიკური მახასიათებლები

სტრუქტურული სიმტკიცე
ფენების მყარი გადაბმა პოლიურეთანის წებოთი
თბოიზოლაცია
საუკეთესო სითბოს შენარჩუნება, ენერგოეფექტურობა
ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება
არ აალებადი მინერალური ბამბის იზოლაცია ( A Class )
მონტაჟის სიჩქარე
სწრაფი მონტაჟი ნებისმიერი მასშტაბის პროექტებისთვის

უპირატესობები

გამძლეობა

პანელები მთელი ექსპლუატაციის პერიოდში ინარჩუნებენ გეომეტრიას და სიმყარეს, ფენების საიმედო გადაბმასა და მრავალეტაპიან ხარისხის კონტროლს წყალობით.

ეკოლოგიურობა

მინერალური ბამბა დამზადებულია ბუნებრივი, არ აალებადი მასალისგან, რაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ამავდროულად ინარჩუნებს შენობის უსაფრთხოებას.

მსუბუქი კონსტრუქცია

სენდვიჩ პანელები ხელს უწყობს სწრაფ მშენებლობას შემცირებული სტრუქტურული დატვირთვით, რაც მოქნილ მონტაჟის საშუალებას იძლევა სხვადასხვა ობიექტზე.

ცეცხლგამძლეობა

მინერალური ბამბა არ იწვის და ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას, რაც უზრუნველყოფს ადამიანებისა და ქონების მაღალი დონის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას.

ეკონომიურობა

პანელების თბო და ხმის იზოლაციის თვისებები ამცირებს გათბობისა და კონდიცირების ხარჯებს, ხოლო სწრაფი მონტაჟი ამცირებს სამუშაოებზე დანახარჯს.

თბოიზოლაცია

კარგი სითბოს შენარჩუნება უზრუნველყოფს ენერგოეფექტიანობას და კომფორტულ შიდა კლიმატს მთელი წლის განმავლობაში.

სერვისის პროცესი

01

კონსულტაცია და დაგეგმვა

ჩვენ ვიანგარიშებთ პანელების რაოდენობას, სისქეს და ზედაპირის ლითონის ტიპს, რათა ზუსტად შეესაბამებოდეს თქვენს პროექტს.

02

წარმოება

პროდუქტი იწარმოება მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს ხარისხს და გამძლეობას.

03

თვითგატანა ან დახმარება მიწოდებაში

შეგიძლიათ წაიღოთ პანელები ჩვენი საწყობიდან, ან საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით მიწოდების ორგანიზებაში.