C კატეგორიის პანელები

ადვილად საწმენდი/რეცხვადი მასალა
კონსტრუქციის აგების მოქნილობა/ სიმარტივე/სისწრაფე
ნესტგამძლეობა
ტვირთგამძლეობა
ცეცხლგამძლეობა
თბოიზოლაცია

პროდუქტის აღწერა

აღმოაჩინეთ ჩვენი ფასდაკლებული სენდვიჩ-პანელები

თუ ეძებთ ხარჯების შემცირების გზებს პროექტის ხარისხის დაკარგვის გარეშე? ჩვენ თქვენთვის გვაქვს გამოსავალი.

Panex - ში შეგიძლიათ შეიძინოთ არასტანდარტული სენდვიჩ-პანელები დაკლებულ ფასად. ამ პანელებს შეიძლება ჰქონდეთ მცირე კოსმეტიკური დეფექტები, რომლებიც ხანდახან წარმოიქმნება ჩვენი საწარმო ხაზის გაშვებისა და გაჩერების ფაზებში, ან უბრალოდ ტრანსპორტირების დროს.

ეს მცირე ნაკლოვანებები არ მოქმედებს პანელის ძირითად ფუნქციებზე, რაც გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ მაღალი ხარისხის მასალები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. ეს კარგი შანსია თქვენი ბიუჯეტის დასაზაგად, თუ ესთეტიკა არ არის მთავარი პრიორიტეტი.

დაბალი ლიკვიდურობის მქონე სენდვიჩ-პანელების გამოყენება ხელსაყრელი და ეკონომიური გადაწყვეტილებაა თქვენი სამშენებლო პროექტისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შენობის გარეგნული სახე თქვენთვის კრიტიკული არ არის, ან გეგმავთ შიდა სივრცის დამატებითი მასალებით დასრულებას.

ტექნიკური მახასიათებლები

ზედაპირის მასალა
გალვანიზებული ლითონის ფურცელი
ძირითადი მასალა
პოლიურეთანი (PUR)
დიზაინი
ვერტიკალურად დაზოლილი, ტრაპეციული გოფრირებით
პოლიურეთანის სისქე
40 მმ – 100 მმ
პოლიურეთანის სიმკვრივე
40 (±2) კგ/მ3
ცეცხლგამძლეობის კატეგორია
B2

უპირატესობები

გამძლეობა

კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გამძლეობაა. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს სხვადასხვა გარემო პირობებს, მათ შორის, მაღალ ტემპერატურას, ძლიერ ქარსა და ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას. პროდუქცია თავდაპირველ მდგომარეობას 25 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

ეკო მეგობრული

პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები ენერგოეფექტურობის გამო ეკო მეგობრულ პროდუქტად ითვლება. გარდა ამისა, მათ წარმოებაში გამოყენებული მასალები არ არის ტოქსიკური და ექვემდებარება გადამუშავებას, რაც ხელს უწყობს ნარჩენების შემცირებასა და მდგრადი სამშენებლო პრაქტიკის ხელშეწყობას.

კონსტრუქციის სიმსუბუქე

სენდვიჩ პანელები ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან შედარებით ბევრად მსუბუქია. პროდუქციის სიმსუბუქე კი განაპირობებს საძირკვლის აგების დანახარჯების შემცირებასაც, რადგან მათი დამონტაჟება არ საჭიროებს სიმძიმის ამწევი მოწყობილობების გამოყენებას.

ცეცხლგამძლეობა

პოლიურეთანის პანელები შექმნილია ცეცხლგამძლე თვისებებით, რაც მათ უფრო უსაფრთხო არჩევანს ხდის სამრეწველო, კომერციული და საცხოვრებელი შენობებისთვის. პანელის შიდა ფენაში გამოყენებულია ქიმიური დანამატები, რომელიც აფერხებს ხანძრის გაჩენასა და გავრცელებას.

ეკონომიურობა

ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან შედარებით, სენდვიჩ პანელების ღირებულება დაბალია. იქიდან გამომდინარე, რომ მათი ზედაპირი უკვე დამუშავებულია, არ საჭიროებს ფასადზე დამატებით სარემონტო სამუშაოებს, რაც ამცირებს სამშენებლო ხარჯებს. გარდა ამისა, ენერგოეფექტურობის, თბოიზოლაციისა და გამძლეობის კომბინაცია, მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო ხარჯებს.

თბოიზოლაცია

კედლის და სახურავის სენდვიჩ პანელები უზრუნველყოფს გამორჩეულ თბოიზოლაციას. გარე ლითონის ფენა ხანგრძლივად ინარჩუნებს ფასადის ფერს, რაც ამცირებს დასხივების ინტენსივობას. შედეგად, პანელებით აშენებული შენობები ინარჩუნებს სტაბილურ შიდა ტემპერატურას, რაც ამცირებს ენერგიის მოხმარებას გათბობისა და გაგრილებისთვის.