კედლის სენდვიჩ პანელი
პროდუქტის აღწერა
პოლიურეთანის კედლის სენდვიჩ პანელები ინოვაციური ინდუსტრიული სამშენებლო მასალაა, რომელიც იდეალურია სხვადასხვა სახის სამშენებლო საჭიროებისთვის. პანექსი გთავაზობთ მაღალი ხარისხის კედლის პანელებს, რომლებიც უზრუნველყოფს გამძლეობას, თბოიზოლაციასა და უსაფრთხოებას.
სენდვიჩ პანელებს იყენებენ როგორც გარე ფასადის, ასევე შიდა კედლებისა და ტიხრების გასაკეთებლად, ზოგიერთ შემთხვევაში კი იატაკისა და ჭერის მონტაჟისთვისაც. ის შესანიშნავია სამაცივრე და საყინულე სათავსოების, სასაწყობე და საწარმოო შენობების, სპორტული ობიექტების, ჰიპერმარკეტების, სავაჭრო ცენტრებისა და საცხოვრებელი ჯიხურების ასაგებად და უკვე არსებული შენობების თბოიზოლაციური შეფუთვისთვის.
პანექსის კედლის სენდვიჩ პანელები შედგება სამი ძირითადი ფენისგან: ზედა ფენა დაფარულია შეღებილი გალვანიზებული ლითონის ფურცლით, რაც უზრუნველყოფს გამძლეობასა და ესთეტიკურ მიმზიდველობას. პანელის ძირითადი მასალა არის პოლიურეთანის მყარი ქაფი, რომელიც თბოიზოლაციის გარანტია, ხოლო ქვედა ფენა ასევე დამზადებულია დამცავი ლითონის ფურცლისგან, რაც პანელის სიმტკიცეს განაპირობებს.
კედლის პანელების გარდა, პანექსი გთავაზობთ სახურავის სენდვიჩ პანელებს, რომელიც ყველა ტიპის შენობის, მათ შორის, საცხოვრებელი სახლების გადასახურადაც გამოიყენება და იდეალურია ხმისა და თბოიზოლაციის კუთხით. ჩვენთან ასევე შეხვდებით სამაცივრე კარებს, სილიკონის ფარდებსა და სხვადასხვა აქსესუარებს, რომლებიც ნებისმიერი სახის სამშენებლო მოთხოვნებსა და საჭიროებებს დააკმაყოფილებს.
ტექნიკური მახასიათებლები
უპირატესობები
გამძლეობა
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გამძლეობაა. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს სხვადასხვა გარემო პირობებს, მათ შორის, მაღალ ტემპერატურას, ძლიერ ქარსა და ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას. პროდუქცია თავდაპირველ მდგომარეობას 25 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.
ეკო მეგობრული
პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები ენერგოეფექტურობის გამო ეკო მეგობრულ პროდუქტად ითვლება. გარდა ამისა, მათ წარმოებაში გამოყენებული მასალები არ არის ტოქსიკური და ექვემდებარება გადამუშავებას, რაც ხელს უწყობს ნარჩენების შემცირებასა და მდგრადი სამშენებლო პრაქტიკის ხელშეწყობას.
კონსტრუქციის სიმსუბუქე
სენდვიჩ პანელები ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან შედარებით ბევრად მსუბუქია. პროდუქციის სიმსუბუქე კი განაპირობებს საძირკვლის აგების დანახარჯების შემცირებასაც, რადგან მათი დამონტაჟება არ საჭიროებს სიმძიმის ამწევი მოწყობილობების გამოყენებას.
ცეცხლგამძლეობა
პოლიურეთანის პანელები შექმნილია ცეცხლგამძლე თვისებებით, რაც მათ უფრო უსაფრთხო არჩევანს ხდის სამრეწველო, კომერციული და საცხოვრებელი შენობებისთვის. პანელის შიდა ფენაში გამოყენებულია ქიმიური დანამატები, რომელიც აფერხებს ხანძრის გაჩენასა და გავრცელებას.
ეკონომიურობა
ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან შედარებით, სენდვიჩ პანელების ღირებულება დაბალია. იქიდან გამომდინარე, რომ მათი ზედაპირი უკვე დამუშავებულია, არ საჭიროებს ფასადზე დამატებით სარემონტო სამუშაოებს, რაც ამცირებს სამშენებლო ხარჯებს. გარდა ამისა, ენერგოეფექტურობის, თბოიზოლაციისა და გამძლეობის კომბინაცია, მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო ხარჯებს.
თბოიზოლაცია
კედლის სენდვიჩ პანელები უზრუნველყოფს გამორჩეულ თბოიზოლაციას. გარე ლითონის ფენა ხანგრძლივად ინარჩუნებს ფასადის ფერს, რაც ამცირებს დასხივების ინტენსივობას. შედეგად, პანელებით აშენებული შენობები ინარჩუნებს სტაბილურ შიდა ტემპერატურას, რაც ამცირებს ენერგიის მოხმარებას გათბობისა და გაგრილებისთვის.