სილიკონის ფარდა

-5 გრადუსიდან +50 გრადუსამდე
დრეკადი
გამჭვირვალე
ყინვაგამძლე

პროდუქტის აღწერა

სილიკონის ფარდა განკუთვნილია ტემპერატურის შენარჩუნებისთვის, ამიტომ მას ძირითადად სამაცივრე ოთახებში იყენებენ. პანექსი სილიკონის ფარდებს ყინვაგამძლე მასალით ამზადებს, რომლის სიგანე 20 სმ, ხოლო სისქე 2,3,4 მმ-ია.

 

სილიკონის ფარდას შეუძლია გაუმკლავდეს ექსტრემალურ ტემპერატურას -40°C-დან +15°C-მდე, ამიტომ გამოიყენება როგორც პლუს და მინუს მაცივრებში, ასევე შოკური გაყინვისა და გაგრილების ოთახების ღიობებისთვისაც.

 

სილიკონის ფარდა თავისსავე მყარ სამაგრზე მაგრდება, დრეკადია და მოძრაობის დროს მარტივად უბრუნდება პირვანდელ პოზიციას. მისი ეს ფუნქცია 50%-მდე ამცირებს ენერგიის მოხმარების ხარჯებს გაგრილებისა და გათბობისთვის. სილიკონის ფარდა იდეალურია ტემპერატურული რეჟიმის შესანარჩუნებლად მაშინაც კი, თუ კარი ხშირად იღება და იხურება; ან იმ შემთხვევისთვის, თუ საჭიროა ოთახის გამოყოფა დანარჩენი სივრცისგან.

 

სილიკონის ფარდას შეუძლია შეაკავოს რადიაციის გავრცელებაც, ამიტომ ის აქტიურად გამოიყენება ისეთი ოთახების შესაფუთად, სადაც რადიაციის დონე მაღალია.

 

თუ სამაცივრე ოთახებისთვის იზოთერმულ კარებს ეძებთ, პანექსი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ, ხოლო თუ მშენებლობისთვის თანამედროვე, გამძლე მასალის შეძენა გსურთ, ჩვენთან ევროპული სტანდარტების შესაბამის, პოლიურეთანის კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელებსაც შეხვდებით.

უპირატესობები

გამძლეობა და მოქნილობა

დამზადებულია მაღალი ხარისხის, ყინვაგამძლე სილიკონის მასალისგან და უძლებს -40°C-დან +50°C-მდე ტემპერატურას. დრეკადი მასალა კი საშუალებას იძლევა მარტივად დაუბრუნდეს თავდაპირველ მდგომარეობას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

რადიაციის შეკავება

სილიკონის ფარდები გამოიყენება რადიაციის მაღალი ზემოქმედების მქონე სივრცეებში. ის ეფექტურად ზღუდავს რადიაციის გავრცელებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

ენერგოეფექტურობა

ტემპერატურის შენარჩუნების ხარჯზე სილიკონის ფარდები 25-50%-ით ამცირებს გათბობისა და კონდიცირების ხარჯებს.

ტემპერატურის კონტროლი

სილიკონის ფარდები უზრუნველყოფს ეფექტურ თერმულ ბარიერს, რომელიც ხელს უწყობს სტაბილური შიდა ტემპერატურის შენარჩუნებას.