კედლის პანელები პოლიისოციანურატით (PIR)
პროდუქტის აღწერა
PIR კედლის სენდვიჩ პანელები წარმოადგენს თანამედროვე სამშენებლო მასალას, რომელიც შედგება სამი ფენისგან და აღჭურვილია ცეცხლგამძლე პოლიისოციანურატით (PIR) თბოსაიზოლაციო შიგთავით. ისინი მზადდება PIR Premier სისტემით, სადაც გამოიყენება მხოლოდ საუკეთესო იმპორტირებული კომპონენტები, რაც უზრუნველყოფს პანელების ხარისხსა და გამძლეობას მრავალწლიანი ექსპლუატაციის განმავლობაში.
დაბალი თბოგამტარობის მაჩვენებელი (მაქსიმუმ 0.022 W/mK) უზრუნველყოფს მაღალ ენერგოეფექტურობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობისა და კონდიცირების ხარჯებს როგორც კომერციული, ისე სამრეწველო შენობებისთვის. PIR სენდვიჩ პანელები ხელს უწყობს შენობების თბოიზოლაციის გაუმჯობესებას და ხელსაყრელი მიკროკლიმატის შენარჩუნებას მთელი წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, PIR სენდვიჩ პანელები დამტკიცებულია CE ნიშნით და სრულ შესაბამისობაშია EN-14509 ევროპულ სტანდარტთან, რაც ადასტურებს მათ ხარისხსა და საიმედოობას. ისინი ხელმისაწვდომია RAL standard -ის ნებისმიერი ფერში, რაც არქიტექტორებსა და მშენებლებს საშუალებას აძლევს შეარჩიონ დიზაინისთვის შესაბამისი ფერი და შექმნან ესთეტიკურად მიმზიდველი ფასადი დამატებითი მოპირკეთების საჭიროების გარეშე.
ეს პანელები იდეალური გამოსავალია თანამედროვე მშენებლობისთვის, სადაც საჭიროებაა ენერგოეფექტურობის, მაღალი თბოსაიზოლაციის, ხანგრძლივი ექსპლუატაციის და სახლისა თუ კომერციული ობიექტის ვიზუალური მიმზიდველობის გაერთიანება ერთ პროდუქტში.
ტექნიკური მახასიათებლები
უპირატესობები

თბოიზოლაცია
კედლი PIR სენდვიჩ პანელები სამი ფენის კონსტრუქციით და ცეცხლგამძლე PIR შიგთავსით უზრუნველყოფს უმაღლეს თბოიზოლაციას, ხოლო მათი დაბალი თბოგამტარობა (0.022 W/mK) ამცირებს გათბობისა და გაგრილების ხარჯებს. CE ნიშნით და EN-14509 სერტიფიკატით დამტკიცებული ეს პანელები გამძლეა და მარტივად მონტაჟდება

ეკონომიურობა
სენდვიჩ პანელები უფრო ხელმისაწვდომია ფასით, ვიდრე ტრადიციული სამშენებლო მასალები. მათი მზა, დამუშავებული ზედაპირის გამო ფასადი დამატებითი მოპირკეთებას და სარემონტო სამუშაოებს არ საჭიროებას, რაც ამცირებს მშენებლობის ხარჯებს. ასევე, ენერგოეფექტურობის, თბოიზოლაციისა და გამძლეობის კომბინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო დანახარჯებს მშენებლობის პროცესში.

ცეცხლგამძლეობა
PIR კედლის სენდვიჩ პანელები გამოირჩევა ცეცხლგამძლე PIR საიზოლაციო შითავსით და დაბალი თბოგამტარობით (0.022 W/mK), რაც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას. ისინი CE ნიშნით და EN-14509 სერტიფიკატითაა დამტკიცებული და უზრუნველყოფს გამძლეობასა და უსაფრთხოებას.

კონსტრუქციის სიმსუბუქე
სენდვიჩ პანელები ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ტრადიციული სამშენებლო მასალები. მათი სიმსუბუქის წყალობით შესაძლებელია საძირკველის მოწყობის ხარჯების შემცირება, რადგან პანელების მონტაჟი მძიმე ამწევი ტექნიკის გამოყენების გარეშე მარტივად ხორციელდება.

ეკო მეგობრული
PIR სენდვიჩ პანელები გამოირჩევა ენერგოეფექტურობით, რის გამოც ეკოლოგიურად მეგობრულ პროდუქტად ითვლება. მათი წარმოების პროცესში გამოყენებული მასალები არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და მათი გადამუშავება შესაძლებელია, რაც ნარჩენების რაოდენობის შემცირებასა და მდგრადი სამშენებლო პრაქტიკის განვითარებას უწყობს ხელს

გამძლეობა
PIR კედლის სენდვიჩ პანელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მათი გამძლეობაა. ისინი სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ გაუძლოს რთულ გარემო პირობებს, მათ შორის მაღალი ტემპერატურის, ძლიერი ქარისა და ხანგრძლივი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.პანელები წლების განმავლობაში ინარჩუნებს თავიანთ საწყის სახესა და მახასიათებლებს.
სერვისის პროცესი
კონსულტაცია და დაგეგმვა
ჩვენ ვიანგარიშებთ პანელების რაოდენობას, სისქეს და ზედაპირის ლითონის ტიპს, რათა ზუსტად შეესაბამებოდეს თქვენს პროექტს.
წარმოება
პროდუქტი იწარმოება მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს ხარისხს და გამძლეობას.
თვითგატანა ან დახმარება მიწოდებაში
შეგიძლიათ წაიღოთ პანელები ჩვენი საწყობიდან, ან საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით მიწოდების ორგანიზებაში.