სახურავის სენდვიჩ პანელი - იდეალური სამშენებლო მასალა ყველა სეზონისთვის

04.08.2024

ესთეტიკურად ლამაზი, გამძლე და ეკონომიური - კომპანია „პანექსის“ შენობების გადახურვისთვის განკუთვნილი სახურავის სენდვიჩ პანელი (saxuravis sendvich paneli) სწორედ ამ თვისებებით ხასიათდება.  

 

რა არის სახურავის სენდვიჩ პანელი?
პოლიურეთანის 5 კეხიანი სახურავის სენდვიჩ პანელი საუკეთესო სამშენებლო მასალაა სავაჭრო, კომერციული, საჯარო ნაგებობების, სასაწყობე და საწარმოო შენობების გადახურვისთვის. ტრადიციულ სამშენებლო მასალებს გამძლეობით არ ჩამოუვარდება, თუმცა მათთან შედარებით გაცილებით მსუბუქი და ეკონომიურია. 
გარდა იმისა, რომ თავად მასალაა იაფი, მას უკვე დამუშავებული ზედაპირი აქვს, რომელიც არ საჭიროებს ფასადზე დამატებით სარემონტო სამუშაოებს. ეს კიდევ უფრო ამცირებს სამშენებლო ხარჯებს.


თუ სახურავის სენდვიჩ პანელებს „პანექსში“ შეიძენთ, ფერის არჩევის საშუალებაც გექნებათ. მასალა ღია ნაცრისფერია, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენთვის სასურველი ფერიც შეიძლება დამზადდეს.  


სახურავის სედვიჩ პანელი მრავალშრიანი კონსტრუქციაა, რომელიც დამცავი ფენის მქონე შეღებილი გალვანიზებული ლითონის ფურცლებისა და პოლიურეთანის ფენებისგან შედგება და მაღალი თბოიზოლაციიით, ცეცხლმედეგობითა და ნესტგამძლეობით  ხასიათდება. 
პანელების შრეებში არსებული პოლიურეთანის ქაფი აალების შემაფერხებელი დანამატებითა და ინოგრაფიული ნაერთების შემცველობით ხანძარმედეგი პროდუქტია. მის უპირატესობას წარმოადგენს მაღალი თბო და ბგერაიზოლაციაც. 
თუ დაბალი თერმოიზოლაციის მასალების შემთხვევაში სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა სისქის გაზრდა, ქაფპოლიურეთანის გამოყენებისას მასალის მინიმალური სისქის შენარჩუნება ხდება.


ნაგებობის სახურავი მუდმივად განიცდის როგორც საკუთარი წონის, ასევე, ქარის, უხვი ნალექის, ზამთრის პერიოდში კი ხანგრძლივი თოვლის საფარის გავლენას, ამიტომ „პანექსის“ სახურავის სენდვიჩ პანელი ვერტიკალურად დაზოლილია და ტრაპეციული გოფრირება აქვს, რაც ტვირთზიდვის კოეფიციენტის ზრდას განაპირობებს. 
სახურავის პანელები მტკიცე და გარემო კლიმატური პირობებისადმი მედეგია, სწორედ ამიტომ იდეალურია ყველა სეზონისთვის.

 

რა უპირატესობა აქვს სენდვიჩ პანელს (sendvich paneli) ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან შედარებით?

 

ეკონომიურია - სენდვიჩ პანელი სხვა მასალებთან შედარებით გაცილებით იაფია. ამასთან, არ საჭიროებს ფასადის დამატებით რემონტს. 
აქვს როგორც თბოიზოლაცია, ასევე, ბგერითი იზოლაცია - პოლიურეთანის შემცველობის ხარჯზე სენდვიჩ პანელი თერმოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის მაღალი კოეფიციენტით გამოირჩევა
მსუბუქია - მასალის სიმსუბუქე განაპირობებს საძირკვლის აგების დანახარჯების შემცირებას. მცირე წონის გამო მცირდება საერთო დატვირთვა საძირკველზე, მშენებლობა მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშეც მარტივად შესაძლებელი ხდება, რაც კიდევ უფრო ზრდის მშენებლობის ტემპს და ამცირებს ხარჯებს.
გამძლეა - „პანექსის“ სენდვიჩ პანელები ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით გამოირჩევა - 25 წლის განმავლობაში ინარჩუნებს თავდაპირველ მდგომარეობას. მეტალსა და პლასტმასს არ აზიანებს სოკო და ობი. დამცავი პოლიმერული საფარი კი ხელს უშლის ქიმიკატების ზემოქმედებით მასალის განადგურებას. უძლებს ტემპერატურის ხშირ ცვლილებასა და მაღალ ტენიანობას.
ცეცხლმედეგია - პოლიურეთანის ქაფი, რომელიც გამოიყენება სენდვიჩ პანელის შიდა ფენაში, მისი ქიმიური დანამატების წყალობით, აფერხებს ხანძრის გაჩენას და გავრცელებას.
მობილურია - სენდვიჩ პანელი ერთადერთი სამშენებლო მასალაა, რომლის მეშვეობით აგებული შენობის დემონტაჟი, გადატანა და ხელახალი მონტაჟი არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ეკომეგობრულ მასალად ითვლება. 

 

თუ მშენებლობისთვის სენდვიჩ პანელების გამოყენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად დაუკავშირდით „პანექსს“. კომპანიის მაღალპროფესიონალი გუნდი მზად არის, კვალიფიციური კონსულტაცია ნებისმიერ დროს გაგიწიოთ.