PANEX წარსდგა TOON EXPO 2025-ზე

PANEX წარდგა TOON EXPO 2025-ზე-ინოვაციური სენდვიჩ პანელები სამშენებლო ინდუსტრიისთვის
Enterprise Georgia მხარდაჭერით, 5 - 7 სექტემბერს პანექსი წარმოდგენილი იყო სომხეთის უძრავი ქონებისა და მშენებლობის განვითარების საერთაშორისო გამოფენაზე TOON EXPO/Տուն էքսպո - ზე
TOON EXPO-მ ერთი სივრცის ქვეშ შეკრიბა 150-ზე მეტი კომპანია, ინვესტორი და დარგის ლიდერი - ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა გამოცდილების გასაზიარებლად და პარტნიორობის დასამყარებლად.
მადლობა ყველა სტუმარს, ვინც ეწვია ჩვენს სტენდს. ჩვენთვის დიდი პატივი იყო მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ჩვენი სანდვიჩ-პანელების წარდგენა ფართო აუდიტორიისთვის!
PANEX-მა დამთვალიერებლებს გააცნო თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული სენდვიჩ პანელები, რომლებიც გამოირჩევიან:
- ენერგოეფექტურობითა და თბოიზოლაციით
- ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტების დაცვით
- მრავალფეროვანი დიზაინისა და გამოყენების შესაძლებლობებით
ჩვენი სამშენებლო მასალები უკვე მრავალი კომპანიისთვის გახდა საიმედო არჩევანი, ხოლო TOON EXPO 2025-ზე მონაწილეობისას შევძელით ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და ინოვაციური გადაწყვეტილებების წარდგენა საერთაშორისო აუდიტორიისთვის.
PANEX აგრძელებს ხარისხიანი სენდვიჩ პანელების წარმოებას და სამშენებლო სექტორის განვითარებას რეგიონში, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს თანამედროვე და ეფექტური სამშენებლო მასალები.