PANEX-ისა და Fermod-ის პარტნიორობა

01.12.2025

გასულ კვირას, PANEX-ის გუნდს ჰქონდა პატივი, მიეღო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, წამყვანი ევროპული კომპანია Fermod-ის წარმომადგენელი საფრანგეთიდან. ეს მნიშვნელოვანი სამუშაო ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ კომპანიას შორის მტკიცე და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სამაცივრე კარებისა და კამერების ბაზრის განვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებებისა და გაღრმავებული პარტნიორობის საფუძველზე, PANEX-მა მოიპოვა შესაძლებლობა, სამაცივრე კარები აღჭურვოს მაღალი ხარისხის ფურნიტურით (სახელურები, ანჯამები, საკეტები და ა.შ.), რაც ჩვენს კლიენტებს კარების ხანგრძლივ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.
Fermod არის ევროპული ლიდერი სამაცივრე და სამრეწველო კარებისთვის განკუთვნილი კომპონენტებისა და აქსესუარების წარმოებაში, ხოლო მათი ხარისხი ევროპული სტანდარტების ეტალონს წარმოადგენს.