ინოვაცია წარმოებაში

11.02.2026

პრაიმერის ტექნოლოგიაპანექსისსენდვიჩ-პანელებისთვის

კომპანიაპანექსიგანაგრძობს წარმოების ხაზის სრულყოფას და პროდუქციის ხარისხის კონტროლის გაძლიერებას. ჩვენი საწარმოო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდა ახალი კომპონენტი - პრაიმერი (Primer).
რა არის პრაიმერი და რა დანიშნულება აქვს მას?
პრაიმერი არის სპეციალური გრუნტი, რომელიც ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს პოლიურეთანის (PIR/PUR) ქაფსა და მეტალის ფენას შორის. იგი წარმოადგენს ერთგვარწებოვან ხიდს“, რომელიც მაქსიმალურად ზრდის შეჭიდებას საიზოლაციო მასალასა და მეტალის ფირფიტას შორის

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენი მომხმარებლისთვის?

სენდვიჩ-პანელის ექსპლუატაციის პროცესში, ქაფისა და მეტალის მყარი კავშირი გადამწყვეტია. პრაიმერის გამოყენება უზრუნველყოფს:

  • უმაღლეს მდგრადობას: გამორიცხავს ლითონის ფენის აშრევებას ქაფისგან (დელამინაციას) წლების შემდეგაც კი.
  • გაუმჯობესებულ თერმოიზოლაციას: მჭიდრო კავშირი ხელს უშლის მიკრო-სიცარიელეების წარმოქმნას.
  • კონსტრუქციულ სიმტკიცეს: პანელი ხდება უფრო მონოლითური და გამძლე მექანიკური დატვირთვის მიმართ

პანექსისსაწარმოო ხაზში პრაიმერი წარმოების სტანდარტული და სავალდებულო ეტაპია.