სახურავის სენდვიჩ პანელი
პროდუქტის აღწერა
პოლიურეთანის სახურავის სენდვიჩ პანელი კონსტრუქციის აგების თანამედროვე საშუალებაა, რომელიც გამძლეობას, ეფექტურობასა და ესთეტიკურ მიმზიდველობას აერთიანებს. სენდვიჩ პანელი ტექნოლოგიურ მიღწევაა სამშენებლო სფეროში, რადგან ექსპლუატაციის ხანგრძლივობით არ ჩამოუვარდება ტრადიციულ სამშენებლო მასალებს, და ამასთანავე, გაცილებით მსუბუქი და ეკონომიურია.
პანექსი გთავაზობთ 5 კეხიან (4 სმ კეხის სიმაღლის) სახურავის სენდვიჩ პანელებს, რომელიც საუკეთესო მასალაა სხვადასხვა ტიპის სავაჭრო, კომერციული და საჯარო ნაგებობების გადახურვისთვის, მათ შორის: სავაჭრო ცენტრების, საწყობების, სპორტ დარბაზების, სათავსოების, ავტოფარეხების, ჯიხურების, სამაცივრე ნაგებობებისა და სხვა. მასალა შესანიშნავია შენობების თბოიზოლაციური შეფუთვისთვისაც.
პანექსის სახურავის სენდვიჩ პანელები შედგება სამი ძირითადი ფენისგან: ზედა ფენა დამზადებულია გალვანიზებული ლითონისგან, რომელიც დაფარულია გრუნტითა და საღებავით. ასეთი დაფარვა ხასიათდება კოროზიისადმი მედეგობით, რაც ხელს უწყობს მასალის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას.
ძირითად ფენაში გამოიყენება თერმოიზოლაციის საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ქაფპოლიურეთანი, რომელიც არ ატარებს წყალს და ხასიათდება ანტიბაქტერიული მაჩვენებლებით. მასალა ეფექტურია ხანძრის დროსაც. ქიმიური დანამატები აფერხებენ ხანძრის გაჩენას და უზრუნველყოფენ პროდუქციის მაღალ ცეცხლგამძლეობას.
პანელის ქვედა ფენა ზედა ფენის მსგავსია, რაც უზრუნველყოფს დამატებით სტრუქტურულ სიმტკიცესა და გამძლეობას. ჩვენ ვიყენებთ შეღებილ გალვანიზებულ ფურცლოვან რკინის ხვეულებს, რომელიც შეესაბამება ECCA-ს სტანდარტებს.
პანექსში ვაწარმოებთ ყველა საჭირო მასალასა და ინვენტარს, რაც თანამედროვე კონსტრუქციის ასაშენებლად გჭირდებათ. ჩვენთან შეხვდებით როგორც სახურავისა და კედლის სენდვიჩ პანელებს, ასევე სილიკონის ფარდებს, სამაცივრე კარებსა და სხვადასხვა საჭირო აქსესუარებს.
ტექნიკური მახასიათებლები
უპირატესობები
გამძლეობა
თბოიზოლაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო თვისებების გარდა, სახურავის სენდვიჩ პანელები მდგრადია გარემო პირობების მიმართაც. პროდუქცია თავდაპირველ მდგომარეობას მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს.
ნესტგამძლეობა
სახურავის სენდვიჩ პანელები მდგრადია ტენიანობის მიმართ, ამიტომ იდეალურია ნესტიან გარემოში მდებარე შენობებისთვის ან კონსტრუქციებისთვის, რომლებიც საჭიროებენ კონტროლირებად ტენიანობას.
კონსტრუქციის სიმსუბუქე
პროდუქციის სიმსუბუქე განაპირობებს საძირკველის აგების დანახარჯების შემცირებას. მათი მონტაჟი არ საჭიროებს მძიმე ამწე მოწყობილობების გამოყენებას.
ცეცხლგამძლეობა
პოლიურეთანის ქაფი, რომელიც გამოიყენება სენდვიჩ პანელის შიდა ფენაში, მისი ქიმიური დანამატების წყალობით აფერხებს ხანძრის გაჩენას და გავრცელებას.
ეკონომიურობა
სახურავის სენდვიჩ პანელებით გადახურული შენობა არ საჭიროებს დამატებით სარემონტო სამუშაოებს ინსტალაციის შემდგომ, რაც პანელებს ეკონომიურ პროდუქტად აქცევს. პანელები მზადდება წინასწარ, დამკვეთის ზუსტი მითითებების გათვალისწინებით, ამიტომ დამონტაჟების შემდეგ დამუშავება არ არის საჭირო. ეს კი ზოგავს დროსა და ფინანსებს.
თბოიზოლაცია
სახურავის სენდვიჩ პანელები უზრუნველყოფს მაღალ თბოიზოლაციას, რაც ამცირებს ენერგიის მოხმარებას გათბობისა და გაგრილებისთვის. პანელებით აგებულ შენობაში მუდმივად სტაბილური ტემპერატურაა. ეს კი პირდაპირ კავშირშია ენერგოეფექტურობასა და ეკონომიურობასთან.