სამაცივრე კარი
პროდუქტის აღწერა
იზოთერმული კარი საყინულე და სამაცივრე ოთახების აუცილებელი კომპონენტია. მისი მთავარი დანიშნულება შესასვლელი ღიობის თბოიზოლაციაა. სწორედ ის უზრუნველყოფს ტემპერატურის შენარჩუნებას ენერგიის ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
პანექსი გთავაზობთ ორი ტიპის პოლიურეთანის იზოთერმულ სამაცივრე კარს - პლუს და მინუს. პლუს კარი განკუთვნილია სტანდარტული მაცივრისთვის, მინუს კარი კი საყინულეებისთვის. ჩვეულებრივი კარისგან განსხვავებით მას აქვს ჩარჩოს გათბობის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ღიობში არ გროვდება ყინული და კარის გაღებაც მარტივია.
პანექსში ვაწარმოებთ გორგოლაჭებიან და ანჯამებიან (გამოსაღები) კარებს. ანჯამებიანი კარი კლასიკური ვარიანტია, რომელიც იდეალურია მცირე ღიობებისთვის. გორგოლაჭებიანი კარი კი ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პრიორიტეტი ტემპერატურის კონტროლსა და სივრცის დაზოგვას ენიჭება, რადგან სამუშაო სივრცეში ზედმეტ ადგილს არ იკავებს.
სამაცივრე კარების გარდა პანექსში ვაწარმოებთ კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელებს, სილიკონის ფარდებსა და სხვადასხვა აქსესუარებს.
ტექნიკური მახასიათებლები
უპირატესობები
მაღალი ჰერმეტულობა
იზოთერმული კარების მთავარი უპირატესობა ჰერმეტულობაა, რომელიც უზრუნველყოფს სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას მაცივარსა და საყინულეში. მაღალი ჰერმეტულობა ამცირებს ენერგიის მოხმარებასაც.
მაღალი ხარისხი
იზოთერმული კარები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით, რაც უზრუნველყოფს საიმედო მუშაობას. მაღალი ხარისხის კომპონენტები ხელს უწყობს ტენიანობისა და კოროზიის მიმართ მედეგობას.
სხვადასხვა ზომისა და ფორმის
იზოთერმული კარები მზადდება ნებისმიერი ზომისა და ფორმის. იქნება ეს პატარა, კომპაქტური კარი შეზღუდული სივრცისთვის თუ შედარებით დიდი მექანიზმი საწყობისთვის.
ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა
მაღალი ხარისხის მასალებით აგებული იზოთერმული კარი გვთავაზობს მყარ და საიმედო დიზაინს. ის ეფექტურად უმკლავდება ექსტრემალურ ტემპერატურასაც და არ საჭიროებს გამოცვლასა და შეკეთებას წლების განმავლობაში.
თბოიზოლაცია
სამაცივრე კარების ძირითადი მასალა პოლიურეთანია, რომელიც ცნობილია შესანიშნავი თბოიზოლაციის თვისებებით. სწორედ ის უზრუნველყოფს ტემპერატურის სტაბილურობას მაცივარსა თუ საყინულეში.
უსაფრთხოება
სამაცივრე კარები შექმნილია უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. მექანიზმი გამორიცხავს კარების შემთხვევითი დახურვის ან ჩაკეტვის ალბათობას. გარდა ამისა, მასალები ცეცხლგამძლეა, რაც უსაფრთხოების კიდევ ერთი გარანტია.