უპირატესობები

ეკონომიურობა

ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან შედარებით, სენდვიჩ პანელების ღირებულება არის უფრო დაბალი. მათ აქვთ უკვე დამუშავებული ზედაპირი, რომელიც არ საჭიროებს ფასადზე დამატებით სარემონტო სამუშაოებს, რაც ასევე ამცირებს სამშენებლო ხარჯებს.

თბოიზოლაცია და ბგერათიზოლაცია

გარე ლითონის ფენა ხასიათდება ფასადის ფერის შენარჩუნების ხანგრძლივობით, იგი ამცირებს დასხივების ინტენსივობას და ხელს უწყობს შენობაში სათანადო ტემპერატურის შენარჩნებას. სენდვიჩ პანელები ასევე ხასიათდებიან ბგერათიზოლაციის მაღალი კოეფიციენტით.

კონსტრუქციის სიმსუბუქე

პროდუქციის სიმსუბუქე განაპირობებს საძირკველის აგების დანახარჯების შემცირებას. მათი მონტაჟი არ საჭიროებს მძიმე ამწე მოწყობილობების გამოყენებას.

გამძლეობა

პროდუქცია გამოირჩევა ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით, იგი 25 წლის განმავლობაში ინარჩუნებს თავდაპირველ მდგომარეობას.

ცეცხლგამძლეობა

პოლიურეთანის ქაფი, რომელიც გამოიყენება სენდვიჩ პანელის შიდა ფენაში, მისი ქიმიური დანამატების წყალობით აფერხებს ხანძრის გაჩენას და გავრცელებას.

მობილურობა

სენდვიჩ პანელი არის ერთადერთი მასალა, რომლის მეშვეობით აგებული შენობის დემონტაჟი, გადატანა და ხელახალი მონტაჟი არის შესაძლებელი.