სახურავის სენდვიჩ პანელი

აღწერა

ნაგებობის სილამაზე, გამძლეობა და მისაღები ფასი გადახურვისთვის განკუთვნილი პოლიურეთანის 5 კეხიანი სენდვიჩ პანელების უნიკალურობას განსაზღვრავს. ამ ტიპის სენდვიჩ პანელის სახურავი იდეალურია ყველა სეზონისთვის.

პანელები გამოირჩევა ძლიერი თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით და მონტაჟის სიმარტივით.

5 კეხიანი სახურავის სენდვიჩ პანელები საუკეთესო მასალას წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის სავაჭრო, კომერციული და საჯარო ნაგებობების გადახურვისთვის, როგორიცაა: შოპინგ ცენტრები, საწყობები, სპორტ დარბაზები, სათავსოები, ავტოფარეხები, ჯიხურები, სამაცივრები ნაგებობები და სხვა.

 

  • ძლიერი თბოიზოლაცია
  • მაღალი ნესტგამძლეობა
  • მაღალი ცეცხლგამძლეობა
  • მაღალი ტვირთგამძლეობა
  • პროექტირების მოქნილობა/სიმარტივე
  • ადვილად საწმენდი მასალა
  • დაბალი წონა
  • სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით საგრძნობლად იაფი
გადმოწერე 

ტექნიკური მახასიათებლები

დანიშნულება: სახურავის კონსტრუქციისთვის

ზედა ფენა: შეღებილი გალვანიზებული ლითონის ფურცელი

ქვედა ფენა: შეღებილი გალვანიზებული ლითონის ფურცელი ან მუყაოს ფენა

ძირითადი მასალა: პოლიურეთანი (PUR)

დიზაინი: ვერტიკალურად დაზოლილი, ტრაპეციული გოფრირებით

სტანდარტული ფერი: ღია ნაცრისფერი (RAL 9002). ხელმისაწვდომია სხვა ფერებიც, მოთხოვნის შემთხვევაში

სიგანე: 1000 მმ

სიგრძე: მაქს. 15 მ

პოლიუნეთალის სისქე: 40 მმ – 100 მმ

ლითონის სისქე: 0.35 მმ - 0.6 მმ

პოლიურეთანის სიმკვრივე: 40 (±2) კგ/მ3

ცეცხლგამძლეობის კატეგორია: B2